მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„მიხეილ სააკაშვილს აქვს ანორექსია, რომელიც გამოწვეულია ფსიქიატრიული პათოლოგიებით“- განცხადება ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ნევროლოგმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ გააკეთა. მისი თქმით, სახეზეა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე შეკითხვაზე, რა არის წონის კლების მთავარი მიზეზი, პაციენტი საკვებს არ იღებს თუ ვერ იღებს, – წულაძემ განაცხადა, რომ ექიმთა ჯგუფი შესვლისას პაციენტს ნახულობს და ერთჯერადი ვიზიტით ამის დადგენა არ ხდება.

„ვისურვებდი, მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მხრიდან ჩვენს კლინიკასთან, სამ-ოთხ თვეში ერთხელ პაციენტის ნახვით კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა არ არის სერიოზული“- ამის შესახებ კი „დღის თემაში“ კლინიკა „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკას პაციენტისთვის შეთავაზებული აქვს მკურნალობა, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო გაიდლაინებთან, იქნება ეს დასავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო კლინიკების თუ აშშ-ის სამედიცინო სკოლების გაიდლაინები.