სტრასბურგის სასამართლოს უარი სააკაშვილს - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

სტრასბურგის სასამართლოს უარი მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სამკურნალოდ ისევ კლინიკა „ვივამედში“ დატოვა, საკითხი პოლიტიკური განცხადებების საგანია.

ოპოზიციის შეფასებით, გადაწყვეტილება იმ გარემოებას არ ცვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეზე „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა შიდა და გარე აქტორს, ვინც თავს ესხმოდა საქართველოს და ქვეყნის უარყოფითად წარმოჩენას ცდილობდა, ბოდიში აქვს მოსახდელი.

თემაზე ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში?