ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე

დასტაბილურებული გარემო უძრავი ქონების ბაზარზე. ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია და გაყიდვების მაჩვენებელი მომატებულია. იგულისხმება მაისის შემდგომი პერიოდი. სამომავლო პროგნოზები ასევე ოპტიმისტურია. „გალთ ენდ თაგერტის“ კვლევაში წარმოდგენილია გაყიდვების მაჩვენებელში უცხოეთის მოქალაქეების წილიც. ტენდენცია აჩვენებს, რომ სურათი ამ კუთხითაც არის შეცვლილი.