ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე

მცირე ვარდნის შემდეგ, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, სადაც უძრავი ქონების ფასები თითქმის ერთმანეთს გაუთანაბრდა. ტენდენცია შენარჩუნებულია – ძველი ბინების რეალიზაციის სტატისტიკა შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება. შემცირების მოლოდინის მიუხედავად, ბინების ფასები კვლავ მაღალია. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ.