კიბერ-თაღლითური სქემა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით

კიბერ-თაღლითობის ფაქტები უძრავი ქონების სფეროშიც დაფიქსირდა.

საუბარია ე.წ. ფიშინგზე, რა დროსაც კიბერ-დამნაშავეები მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საბანკო მონაცემების დაუფლებას და თანხების მითვისებას გულისხმობს. უძრავი ქონების ასოციაციაში ადასტურებენ, რომ რამდენიმე დაზარალებული უკვე არსებობს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბინების გაქირავებას ან გაყიდვას ცდილობენ. სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და გარიგების დადების დროს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებენ.