საკანონმდებლო ინიციატივა

15:20, 24.11.2023

ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომ ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტის ნაცვლად, ხუთი პროცენტით დაიბეგროს.

რომან გოცირიძის განმარტებით, ინიციატივა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი იქნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში ამით დანაკლისი მინიმალური იქნება. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც იქნება.

მსგავსი