სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია – გრძელდება შეტაკებები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
დილის 08:00 საათიდან კი პროცესში ჩართეს არტილერია და ნაღმტყორცნები. საინფორმაციო სააგენტო ასევე წერს, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოახერხა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანის მხრიდან 50, სომხეთიდან კი 49 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებს.