საპროტესტო აქციები და კომენდანტის საათი საფრანგეთში

არეულობა და შეტაკებები საფრანგეთში.

პარიზის რამდენიმე უბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით ღამის საათებში შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის დაკავების მიუხედავად, დედაქალაქში საპროტესტო მღელვარება არ ცხრება. პროტესტი დედაქალაქს გასცდა – პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილიში დაზიანებულია 500-მდე შენობა, დამწვარია 2 000-ზე მეტი ავტომობილი, გაძარცულია მაღაზიები. სამდღიანი დემონსტრაციების შემდეგ დაკავებულია 800-ზე მეტი მოქალაქე. არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.