საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატები – პრეზენტაცია

15:21, 25.03.2023

ამ წუთებში საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, გაეცნოს ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებულ უპილოტო უნივერსალურ დრონებს. აღნიშნული საფრენი აპარატები ისეთ სფეროებში გამოიყენება როგორიცაა – პოლიცია, სახანძრო, სამაშველო, ჯანდაცვა, სამეურნეო სფერო, მონიტორინგი და სხვა.

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა. შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია.

მსგავსი