საჰაერო თავდასხმა კიევზე

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური შეტევები გრძელდება. კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხსმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო, ელექტროენერგია გაითიშა. ამ დრომდე ისმის საჰაერო განგაშის ხმა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების 30 ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აფეთქებები იყო ნიკოლაევის რეგიონშიც. პარალელურად, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ექვსი დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში. ასევე განხორციელდა სამი დარტყმა მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.