მოსკოვს დრონებით დაესხნენ თავს

მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – აცხადებს მოსკოვის მერი. მისი თქმით, შემთხვევა დილის ოთხ საათზე მოხდა. დაშავებულები არ არიან. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები სამინისტროს შენობიდან ორი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს და მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.