ოთხი გარდაცვლილი, რვა დაშავებული. დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ ერთი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. დაიღუპა იმ ბინის მესაკუთრის ნათესავიც, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი ჟონავდა.
დაშავებულებიდან ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი ბავშვი რჩება. მას ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
აფეთქება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეექვსე სართულზე მდებარე სამივე ბინა ნანგრევებად აქცია. დაზიანდა სხვა სართულები და მიმდებარე კორპუსებიც.