სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში

12:03, 20.01.2019

ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარში გარდაცვლილების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები მიდიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ქაშვეთში პანაშვიდს გადაიხდის. მის უწმინდესობას ტაძარში სწორედ ამ წუთებში ელოდებიან.

მსგავსი