გახშირებული გამოძახებები

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენელთა გამოძახების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.

რამდენიმე კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა. გამოძახების ადგილებზე მისულ სპეციალისტებს, ძირითადად, კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობები და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაყვანილი გაზის ქსელი ხვდებათ.

ცალკეულ ფაქტებზე დაწყებული გამოძიების პარალელურად უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება იგეგმება.