დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულები საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

15:05, 20.01.2019

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულები საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს დაღუპულების ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ტაძარში მივიდა დღეს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორემ პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ დღეს თბილისის მერმა მიუსამძიმრა.

მსგავსი