დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულები საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს დაღუპულების ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
ტაძარში მივიდა დღეს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორემ პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ დღეს თბილისის მერმა მიუსამძიმრა.