სასამართლო დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

პროკურატურა, სავარაუდოდ, მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.