ეკონომიკის სამინისტრო ტექნიკური რეგლამენტის გამკაცრებაზე მუშაობს

ბუნებრივი აირისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების გამო, ტექნიკური რეგლამენტის გამკაცრებაზე მუშაობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება სამი კონკრეტული მიმართულებით აპირებს რეგულაციების გამკაცრებას. პირველი ეს არის კანონმდებლობის დახვეწა, მეორე  – უფრო ქმედითი მექანიზმების შემოღება და მესამე – მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.