„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებს პატიმრობა შეეფარდათ

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორივე წარმომადგენელს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს დღეს სასამართლო დარბაზში მოუსმინეს.

გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჯერ თქვა, რომ სადარბაზოს, მათ შორის, ლიფტის შახტის დეტალურმა შემოწმებამ საეჭვო არაფერი აჩვენა, თუმცა მოგვიანებით ვაზელ მამადიანმა განაცხადა, რომ გაზი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, შესაძლოა, 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა.

დატოვე კომენტარი