ვითარება საკარანტინო სივრცეებში

კარანტინის ზონებში არიან განთავსებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მთავრობამ იტალიიდან სამშობლოში ჩამოიყვანა. ერთ-ერთი საკარანტინო ზონის მართვის პროცესს, იმერეთის გუბერნატორი კურირებს. ზვიად შალამბერიძემ მათგან პირადად მიიღო ინფორმაცია საკარანტინო პერიოდის მიმდინარეობის შესახებ.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან, გუშინ ღამით ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. კლინიკაში სულ რვა პაციენტი არის მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი „ევექსის“ კლინიკიდან პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს.

პაციენტს უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გარდა, დღის განმავლობაში, ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ხუთი პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.