საკარანტინე რეჟიმში კვირაზე მეტია ცხოვრობენ მარნეულსა და ბოლნისში. კონტროლი ამ მუნიციპალიტეტებთან მოწყობილ ხუთ გამშვებ პუნქტზე აქტიურად გრძელდება. ტერიტორიაზე შესვლა ცალკეული გამონაკლისების გარდა, აკრძალულია. დეზინფექცია უტარდება რეგიონში შემავალ და გამომავალ ავტომანქანებს. თერმოსკრინინგი უტარდებათ მგზავრებს.