ვენესუელის სადავო არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ოპოზიციისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. ნიკოლას მადუროს მთავარი კონკურენტი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ დამკვირვებლებიც.
ელოდება თუ არა ვენესუელას ახალი პოლიტიკური კრიზისი? რას აპირებს ოპოზიცია და როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია,- ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.