ვითარება ვენესუელაში

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმი საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე კვლავ უარს აცხადებს. თავად მადურო ფიქრობს, რომ ჰუმანიტარული ტვირთით მანიპულაცია, მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.

პარალელურად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მხარდაჭერის გაფართოებას ცდილობს ვენესუელის პარლამენტის სპიკერი და ოპოზიციის ლიდერი. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ათობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც აღიარა, თუმცა ნიკოლას მადურო არმიასა და სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე კონტროლს ინარჩუნებს.