ვენესუელაში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება

109 დაშავებული მოქალაქე – ვენესუელაში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. 30 აპრილი ვენესუელასთვის საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა. ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მიერ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებების გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

სამართალდამცველებმა, რეზინის ტყვიებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. საღამოს საათებში ნიკოლას მადურომ მოწინააღმდეგეების დამარცხების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციონერი ხუან გუაიდო და ვენესუელელების დიდი ნაწილი დანებებას არ აპირებენ.

დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.