ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე

ვითარება კვლავ დაძაბულია ვენესუელაში. ამჯერად კრიზისულმა ვითარებამ პერიფერიებისკენ, ქვეყნის საზღვრებთან გადაინაცვლა, სადაც ათასობით მოხალისე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეტანას აპირებს. ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მიერ ორგანიზებული აქტივობის დაბლოკვას, ნიკოლას მადურო ქვეყნის საზღვრების გადაკეტვითა და სასაზღვრო პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეების განლაგებით ცდილობს.

საერთაშორისო საზოგადოება ვენესუელელ ხალხს და ხუან გუაიდოს კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. მსოფლიოს უერთდება საქართველოც. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვენესუელაში დახმარების მიწოდების კუთხით, ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს.