ვენესუელაში არჩევნებისთვის ემზადებიან - პოლიტიკური კრიზისის ფონზე რა არჩევანის წინაშე დგას ქვეყანა

ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვენესუელაში არჩევნებისთვის ემზადებიან. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მაღალი ინფლაცია, საკვებისა და პირველი მოხმარების საგნების დეფიციტი – ეს ის პრობლემებია, რომელთან გამკლავებაც ვენესუელაში უკანასკნელ წლებში ყოველდღე უწევთ. ასეთ მდგომაროებაში ჩავარდნილი მოქალაქეების ნაწილი ქვეყნიდან გარბის.

იმატა დეზერტირობის შემთხვევებმაც. ბოლო დღეებში კი ვენესუელას ციხეებში ბუნტია. ერთ-ერთ საპატიმროში დღეს 11 ადამიანი დაიღუპა.

რას ჰპირდება უგო ჩავესის მემკვიდრე მოქალაქეებს, შეძლებს თუ არა ნიკოლას მადურო ძალაუფლების შენარჩუნებასა და რა არჩევანის წინაშე დგას ვენესუელა, ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.