ვატიკანში ახლა საშობაო მესა დაიწყება. რამდენიმე საათში რომის პაპი მრევლს პეტრეს ტაძრის აივნიდან მიმართავს.
ამ წუთებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ბეთლემში, სადაც ქრისტიანული გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტე დაიბადა.
ტრადიციულად, მთავარი საშობაო ღმრთისმსახურება სწორედ ბეთლემში ტარდება. შობის შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც 25 დეკემბრის დადგომა გარკვეულ ტრადიციებთანაა დაკავშირებული.