რომის პაპის საკვირაო მიმართვა

რომის პაპმა, ფრანცისკემ ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა და რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ. რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესას დღეს, გვიან საღამოს აღავლენს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ. ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის” ცნობით, ბეთლემში არც ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართება.