ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში

საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იტალიაში.

დღეიდან ვატიკანში მისული დამთვალიერებელი მსოფლიო ხელოვნების შედევრებს შორის ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკას ნახავს. ძვირფასი თვლებით მორთული პანო გამორჩეულ ადგილზე აღმართეს. კურთხევის და ინაუგურაციის ცერემონია საზეიმო მიღების ფონზე მოეწყო. ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლი ვატიკანის მთავარ შესასვლელში დააბრძანეს. მოზაიკური პანოს ავტორი ხელოვანი ამირან ბაკურაძეა.

„მოამბე“ ვატიკანიდან, – ანა ბროლაძე დაესწრო საზეიმო ღონისძიებას.