საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა რომის პაპთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ევროპელი ლიდერების ნაწილისთვის გაუგებარია, რა იგულისხმა პონტიფიკოსმა უკრაინის ომზე დასმულ კითხვაზე პასუხში. მწვავე აღმოჩნდა ოფიციალური კიევის რეაქციაც. ერთადერთი, ვისაც პაპ ფრანცისკეს გზავნილების მიმართ კითხვები არ გასჩენია, რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც პონტიფიკოსის ნათქვამი კიევის და დასავლეთის მიმართ ომის დასრულებისკენ და შეცდომის აღიარებისკენ მოწოდებად აღიქვა.
რას გულისხმობდა რომის პაპი, როცა შესაძლო დანებებაზე შეკითხვის პასუხად მოლაპარაკებებისთვის მზაობა და თეთრი დროშის აღმართვა ახსენა – ვატიკანს განმარტების გაკეთება დასჭირდა.