ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი. რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა. იენს სტოლტენბერგმა რომის პაპის განცხადებაზე „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ თუ სურთ, მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, მისკენ გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან.