რომის პაპის მილოცვა

მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს რომის პაპი ფრანცისკე. მან ვატიკანში, საკვირაო ლოცვის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე მიმართვისას ისაუბრა. ქადაგებისას პონტიფიკოსმა მშვიდობა უსურვა უკრაინას, პალესტინასა და ისრაელს. წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის ქადაგებას 12 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.