საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ასაცრელი კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობს.