სეზონური ვირუსები და ვაქცინაცია

ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. რიგ შემთხვევაში, ვირუსი მაღალი სიცხით მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე დომინანტი „ა“ ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სწავლის დაწყებასთან და მობილობის გააქტიურებასთან ერთად, შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, თუმცა მათივე განმარტებით, სიტუაცია საგანგაშო არ იქნება. ისევ ძალაშია ძირითადი რეკომენდაციები: პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ვაქცინაცია. ექიმები მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას ურჩევენ. ამცრელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ვაქცინების მარაგები საკმარისია.