სეზონური ვირუსების მაჩვენებელი

ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია. პაციენტთა უმრავლესობას დღეს ე.წ. ღორის გრიპი, იგივე „ა“ ტიპის ვირუსი უფიქსირდება, რომელსაც მაღალი სიცხე, სახსრებისა და თავის ტკივილი, ხველა ახასიათებს. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია და კლინიკებში მიმართვიანობამაც იმატა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსით ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში ორს არ აღემატება. სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარებისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.