ვაქცინაციის პროცესი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ასაცრელი კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობს.