სეზონური ვირუსები და ვაქცინაცია

ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია – დომინანტია ე.წ. ღორის გრიპად წოდებული A ტიპის ვირუსი. იმატა როგორც ექიმებთან, ისე სტაციონარებში მიმართვიანობამ. ძირითად სეგმენტს კი ბავშვები წარმოადგენენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა სასწავლო პროცესის განახლების შემდგომ გაზრდილი მობილობის ფონზე იმატოს, თუმცა მაჩვენებელი საგანგაშო არ იქნება.

მედიკოსები მოსახლეობას პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. როგორც ამცრელ პუნქტებში აცხადებენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები საკმარისია და ბოლო დღეებში მოსახლეობის მიმართვიანობაც გაზრდილია.