ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადება

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი. ზაზა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ ვანო ჩხარტიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შეხვედრა 2017 წელს ნამდვილად შედგა და ეს თავად ოქუაშვილის ინიციატივა იყო. თუმცა შეხვედრაზე არ ყოფილა ლაპარაკი ტელეკომპანია „იბერიაზე“. საქმე თამბაქოს მსხვილი ქართული საწარმოების – „თბილისის თამბაქოს“ და „ომეგას“ შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, ეს გარიგება „ომეგას“ დავალიანების გამო არ შედგა. ზაზა ხატიაშვილი თხოვნით მიმართავს ზაზა ოქუაშვილს, არ დაუკავშიროს ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფისა“ თუ ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს.