დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება. სხდომა ამ წუთებში იწყება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროკურატურის მოწმეა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
დეპუტატ ვალერი გელაშვილს 2005 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.