შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობდა.
განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ხედვები. ისაუბრეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგებზე და მნიშვნელობაზე.