უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემამუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში წევრი უწყებების პირველი პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წელს კომისიის წევრი უწყებების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების უმეტესობა მიღწეულია, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე.