უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის – უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სხდომაზე ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ოქტომბერში, კვირაში ერთხელ გაიმართება.