უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისია გაფართოებულ ფორმატში, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, წელს პირველად შეიკრიბა. დღის წესრიგში სამი საკითხია, იმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც წინა სხდომაზე, საჯარო სამსახურებისა და იქ დასაქმებული პარტიების მიმართ გაიცა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე ხელმძღვანელობს. მიმდინარე თვეში, უწყებათაშორისი კომისია ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, ოქტომბერში კი – ყოველკვირეულად.

დატოვე კომენტარი