უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რიგით მეათე სხდომა გამართა.  ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. დღევანდელ სხდომაზე მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც    22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, განხილული 48 საკითხიდან 41 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა. დღევანდელ სხდომაზე, მედიაში გავრცელებული ძალადობის ფაქტებიც განიხილეს. სხდომას კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი