უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

იუსტიციის სამინისტროში შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ანგარიში მოისმინეს, თუ რა რეაგირებას ახდენენ უწყებები უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე.

მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის შესაძლო შემთხვევებსა და მედიით გაჟღერებულ შესაძლო დარღვევების ფაქტებზეც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს კომისიის მე-6 შეკრება იყო გაფართოებულ ფორმატში, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით კი, შეხვედრა მეორედ ჩატარდა.

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს „ევროპული საქართველო“. სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია საარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე რეაგირებას დამოუკიდებლად მოახდენს.