უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. თეა ახვლედიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროცესზე ისაუბრა.