უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დეპორტირდა

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დეპორტირდა.

სამშობლოში დღეს ის პირები დააბრუნეს, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადა დარღვეული ჰქონდათ. ისინი ვენიდან, სპეციალური რეისით, თბილისის აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი, პაატა სულუხია აცხადებს, რომ ავსტრიიდან უკანონოდ გამოაძევეს.