ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

ავსტრიის კანცლერმა, თანამდებობა დატოვა. ავსტრიის პროკურატურამ, რომელიც ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სებასტიან კურცისა და კიდევ ცხრა, სხვა პირის საქმეს იკვლევს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნდობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და კორუფციაში. გამოძიების თანახმად, 2016 -დან 2018 წლამდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად, რაც კურცის პარტიისათვის მომგებიანი გამოკითხვის განთავსებას ისახავდა მიზნად. ითვლება, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას მისცემდა, ჯერ ავსტრიის სახალხო პარტიის სათავეში მოსულიყო, ხოლო მოგვიანებით კანცლერის თანამდებობა დაეკავებინა.