ინტერვიუ საქართველოში ავსტრიის ელჩთან

26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დკავშირებით საქართველოს პირველ არხთან ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ცივი ომის პერიოდში გაურკვეველი იყო გახდებოდა თუ არა ავსტრია დამოუკიდებელი, თუმცა გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს მათმა წინაპრებმა ისარგებლეს მომენტით და ავსტრია ფერფლიდან აღადგინეს. ელჩმა აგრეთვე ისაუბრა დღეს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც და იმ გამოწვევებზე, რომელიც კორონავირუსმა შექმნა. ელჩი ამბობს, რომ ავსტრიაში ადამიანები დისციპლინას პანდემიის დასაწყისში უფრო მეტად იჩენდნენ. არსებული გამოწვევის დასაძლევად თომას მიულმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი შეზღუდვების დაცვა.