რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის ვადა ეწურება

რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის ვადა ეწურება. მოსკოვმა უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ვალდებულების შესრულებისთვის დრო რუსეთს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წლის ბოლოდან განუსაზღვრა. თანხა თავდაპირველად კომიტეტის ანგარიშზე უნდა აისახოს, რის შემდეგაც, იგი უკვე უშუალოდ დაზარალებულებზე განაწილდება. ე.წ. დეპორტაციის საქმეზე დაზარალებულია დაახლოებით 1500 ადამიანი. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2019 წელს მიიღო.